ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მისი მკურნალი რვა ექიმი სასამართლოს წინაშე წარდგება. მედპერსონალს ბრალს მარადონას გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის წაუყენებენ, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, არგენტინის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მათ რვიდან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ფეხბურთელს ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ მარადონა ათწლეულების განმავლობაში კოკაინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა.
სასამართლოს დიეგო მარადონას მკურნალი ექიმების გასამართლების მოთხოვნით პროკურორებმა, რომლებიც ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების საქმეს იძიებენ, აპრილში მიმართეს. ბრალდების მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარადონას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი რვა ექიმის არასწორმა მკურნალობამ და გადაწყვეტილებებმა ფეხბურთელი „უმწეო მდგომარეობაში“ ჩააყენა. ამასთანავე, პროკურორებისთვის გაურკვეველია მედპერსონალის გადაწყვეტილება, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მარადონას მკურნალობა სახლში გაეგრძელებინა.
See all the news
All News
What regime of sanctions applies to Russian oil and what requirements Georgia has to comply?
Financial Services in CAREC
#TheCheckpoints: TIWB & Georgia - Interview with Rusudan Kemularia, Head of TIWB Secretariat
#TheCheckpoints: The Professional - Demnagram_Story of Saba Bakhia
#პროფესიონალი: საბა ბახია
Stoli® Group to Release Limited-Edition Bottle in Support of the Ukrainian People
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Aliyev replaces long-serving central bank head with loyalist
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
ყველაზე სანქცირებული რუსი ოლიგარქები
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
OECD formally terminates the accession process of Russia
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
საქმიანი დილა - 25.02.2022 - გადაცემა სრულად
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI