Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"აწარმოე საქართველოში" დაფინანსებული ლიმონათი "ხილიანის" ქონება აუქციონზე იყიდება

5a66e9f25b6d6
სალომე მეცხვარიშვილი
23.01.18 11:52
1243
"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული საწარმო ლიმონათი „ხილიანის“ ქონება აუქციონზე იყიდება. ქონებას ბანკი „ქართუ“ მსესხებლის მხრიდან არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით ყიდის.

ნატახტარში მდებარე უძრავ-მოძრავი ქონების საწყისი ფასი 10 მილიონ 836 ათასი ლარია. სარეალიზაციოდ წარმოდგენილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 19 850 კვ.მ და მასთან ფაქტობრივად გაერთიანებული არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 150 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფართით 4586.59 კვ.მ.

აღნიშნულთან დაკავშირებით BMG კომპანიის მფლობელს ვარაზ ასპანიძეს დაუკავშრდა. მან ამ საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ „ხილიანი“ ნაწარმის გამოშვებას ჩვეულებრივ გააგრძელებს. კითხვაზე, სად შეძლებს კომპანია პროდუქციის გამოშვებას, თუ ქონება გაიყიდა, ვარაზ ასპანიძე ამბობს, რომ დამატებითი ინფორმაციით მოწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლია. ის ასევე არ პასუხობს შეკითხვას, რატომ ვერ იხდის კომპანია დავალიანებას.

საწარმო „ხილიანი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში 2015 წელს გაიხსნა.წარმოებაში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა