Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სილქ როუდი" წინანდალში კიდევ ერთი სასტუმროს ააშენებს

5a3221d5cdb91
BM.GE
14.12.17 11:28
1200
წინანდალში სასტუმრო "რადისონის" გარდა "სილქ როუდ ჯგუფი" კიდევ ერთ სასტუმროს ააშენებს.

საქმიანი დილის პირდაპირ ეთერში "სილქ როუდ ჯგუფის" უძრავი ქონების პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა გიორგი მარრიმ განაცხადა, რომ საუბარია ეკონომ კლასის სასტუმროზე.

გიორგი მარრის ინფორმაციით, სასტუმრო 70-ნომრიანი იქნება და თუ "რადისონი" მაღალი კლასის დამსვენებლს მოიზიდავს, მეორე სასტუმრო საშუალო სეგმენტზე იქნება ორიენტირებული.

რაც შეეხება "რადისონის" პროექტს, გიორგი მარრის ინფორმაციით, სასტუმრო მომავალი წლის ზაფხულისთვის გაიხსნება. პროექტში 100 მილიონი დოლარი ჩაიდება და სასტუმრო 100-ნომრიანი იქნება.