Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველო ჩინეთთან ერთობლივ ინდუსტრიულ ზონებს შექმნის

5a1cefc906c48
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.17 09:06
615
საქართველო ჩინეთთან ერთობლივ ინდუსტრიულ ზონებს შექმნის. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"ძალიან ბევრი რამ მოხდა 2 წლის განმავლობაში. 2015 წლის მარტში მოეწერა ხელი საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმებას აბრეშუმის გზის განვითარებასთან დაკავშირებით. 2015 წლის ნოემბერში ჩვენ ვუმასპინძლეთ პირველ ფორუმს. ამის შემდეგ ჩვენ დავასრულეთ ჩინეთთან ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. რა თქმა უნდა გაიზარდა ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა, მათ შორის ის სარკინიგზო ტვირთბრუნვა, რომელიც გაგვაჩნია აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან და რომლითაც ძალიან ვამაყობთ და ვამბობთ, რომ ყველაზე მოკლე გზა სწორედ საქართველოზე გადის.

ახლა ეს რეალობაა, მაშინ ეს იყო მონდომება. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან ევროპამდე 9-დან 12-დღემდეა საჭირო ევროპამდე ტვირთების ჩასატანად. ის მოსაზრებები, რაც გამოითქვა დღეს უკვე რეალობაა, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, რომელიც უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი. დღეს ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერთ ხელს, ეს იქნება ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და ტექნოპარკების ხელშეკრულება, რომელიც მოიაზრებს ინდუსტრიული სიმძლავრეების საქართველოში გადმოტანას და ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, რომ გამოყენებული იყოს საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.