Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მედიკამენტები ყველაზე იაფად - "ლიბერთის" და "ფარმადეპოს" პროექტი

BM.GE
23.12.21 18:39
371
მედიკამენტები ბაზარზე ყველაზე იაფად - ლიბერთი და ფარმადეპო ახალ პროექტს იწყებენ და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს 25%-დან 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ მედიკამენტებზე, თანაც ყოველდღე. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, იძულებით გადაადგილებული პირები. ლიბერთისა და ფარმადეპოსთვის ეს სოციალური პროექტია, რომლის მიზანი მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესებაა.