28.Oct .2022 16:50

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - რა იცის ბიზნესმა?

110
Back

მთავრობა მედიკამენტების ფასწარმოქმნაში ჩარევას გეგმავს. წამლებზე რეფერენტული ფასები მომავალი წლიდან დადგინდება. ამ ცვლილებით სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე რეგულაცია 37 დასახელების ნივთიერებას შეეხება. რეფორმის ამოქმედების მექანიზმები კი, გუშინ ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს. რა კატეგორიის წამლებზე გავრცელდება რეგულაცია და რა ეტაპებად ამოქმედდება რეფერენტული ფასები? 

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;