Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მეორადი სათამაშოების ბიზნესი 2021 წლიდან ასამოქმედებელ რეგულაციას აპროტესტებს

BM.GE
09.12.20 10:22
351
2021 წლიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომელიც 2020 წლის იანვარშია მიღებული და რომლის მიხედვითაც სათამაშოების იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი, შემდგომში საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ ის მაღაზიები, რომლებიც ბაზარზე ამერიკიდან ან ინგლისიდან მეორადი სათამაშოების იმპორტით არიან დაკავებული ოპერირებას ვეღარ გააგრძელებენ. მეორადი სათამაშოების ბიზნესის წარმომადგენლები რეგულაციას აპროტესტებენ.