Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართული თევზი ევროკავშირში ამ დრომდე არ გასულა

59fc4b66ddc23
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.17 14:53
1219
ქართული თევზის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე ამ დრომდე არავის განუხორციელებია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა შავი ზღვის ეკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი ევროპის ბაზარზე დაუშვა, ამ შესაძლბელობით ჯერჯერობით არავის უსარგებლია.

"საქმის კურსს" სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ არცერთ ბიზნეს სუბიექტს მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემის მოთხოვნით არ მიუმართავს.

ევროკავშირმა საქართველო ივნისში დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე შესაძლებელია შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა.

“შავი ზღვის თევზს და თევზის პროდუქტებს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის დიდი პოტენციალი გააჩნია. დღეისათვის, 30 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება თურქეთში, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთი საექსპორტო ბაზარი იყო ქართული თევზისთვის. დღეიდან შესაძლებელი იქნება ქართული პროდუქტი 500 მილიონიან, მაღალმსყიდველობითუნარიან ევროპულ ბაზარზე დამკვიდრდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სექტორში გაჩნდება მეტი შესაძლებლობები, რაც იქნება სტიმული საქართველოში თევზჭერის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის”, _ აღნიშნა რამდენიმე თვის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.