01.Jun .2021 23:29

მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა

Back

“სატრანსპორტო რეფორმა რომ დასრულდება, თბილისის დადგება სხვა ევროპული დედაქალაქების გვერდით”- ასე შეაჯამა თბილისის მერმა კახა კალაძემ 3-წელიწადნახევრის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობის მიერ სატრანსპორტო კუთხით გატარებული ნაბიჯები. სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია თბილისის მერიამ სწორედ დღეს გამართა. პარკირებისა და ტაქსების რეფორმა, ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, ბას ლეინები, ახალი საავტობუსო ქსელები, საბაგიერობის მშენებლობა - ეს ის ცვლილებებია, რომლებიც 2017 წლიდან დღემდე კალაძის მთავრობამ უკვე განახორციელა. დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ კალაძემ მედიასთანაც ისაუბრა.