Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა

5a8c2723d005a
BM.GE
20.02.18 20:30
833
ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,4 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასები 0,9 პროცენტით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, ხოლო ფასების 2,5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 9,4 პროცენტით. ფასების 8,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 15,5 პროცენტით.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 6,1 პროცენტიანი ზრდა. ფასები 42,2 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე, ხოლო 7,5 პროცენტით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე. რაც შეეხება სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 4,9 პროცენტიანი შემცირება.