იმ ვითარებაში ვართ, როცა ყველა გაწვიმებას შიშით ვუყურებთ. ამის მთავარი მიზეზი დღეს თბილისში, ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული პროცესების გააქტიურებაა. ფოტოებმა და კადრებმა გუშინ სოციალური ქსელები მყისიერად მოიცვა. გუშინვე პრესკონფერენციაზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ პირველადი შეფასებით, ნაპრალის სიღრმე 10 მეტრია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ პროცესები ვაშლიჯვრის ფერდობზე მარტის დასაწყისში დაიწყო. მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებები მეწყრული პროცესების გააქტიურებისთანავე ჩაერთვნენ მოკვლევის სამუშაოებში და პრევენციული ზომებიც მიიღეს.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მეწყერული პროცესების გააქტიურება წლების განმავლობაში ამ მონაკვეთზე წარმოებული პროექტების შედეგია, რასაც თან ბუნებრივი ფაქტორებიც დაერთო. მათივე განმარტებით, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან სტიქიის ზონაში და არც მის მიმდებარედ არავინ ცხოვრობს.
ერთი რაც ვიცით ის არის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან და დაიწყება სამუშაოები, რომ გზა მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ამ დრომდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეზღუდულია.
ცხადია, დღეს პირველი ამოცანაა, რომ რისკი მოიხსნას. რაც ქართველი სპეციალისტებისგან ამ დრომდე გვესმის ისაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბლოკურ მეწყერთან და უნდა მოხდეს არა ამ ადგილის გამაგრება, არამედ მოხსნა და დამუშავება. ვნახოთ, რას იტყვიან უკვე გერმანელი სპეციალისტები.
თუმცა, ამ მოვლენას სხვა განზომილებაც აქვს. მაგალითად: რა ბედი ეწევა ამ ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობებს და თუ საბოლოოდ ის ითქმება, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა არ შეიძლება - რა შეიძლება იყოს გეგმა ბე.
See all the news
All News
Financial Services in CAREC
#TheCheckpoints: TIWB & Georgia - Interview with Rusudan Kemularia, Head of TIWB Secretariat
Stoli® Group to Release Limited-Edition Bottle in Support of the Ukrainian People
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Aliyev replaces long-serving central bank head with loyalist
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI
FAQ’s and Analysis on Lari & FDI - Interview with Fady Asly
მინერალური და მტკნარი წყლის ფასები ქართულ ბაზარზე
China continues to push competitors out of the global walnut market
Moscow to Host First Meeting of Turkish & Armenian Special Envoys on Jan 14
Scientists Discover New Part of the Human Body
Turkey's Exports Soar by 33.7% to $21.5B in November