30.Mar .2023 12:13

მეხორბლეები პრემიერის გადაწყვეტილების მოლოდინში - რას ითხოვს სექტორი?

Back

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ადასტურებს, რომ გასულ წელთან შედარებით ფქვილის ღირებულება შემცირებულია, თუმცა პური არ გაიაფებულა. ჟურნალისტების კითხვაზე - რატომ არ აისახა ფქვილის გაიაფება პურის ფასზე, მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ მიზეზი გაზრდილი კომუნალურები, ჰასპის სტანდარტის ამოქმედება და ამ მხრივ გაზრდილი საწარმოო ხარჯებია. აქვე დოლიძე აღნიშნავს, რომ სურსათზე ფასების შემცირების სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში პურის გაიაფებაზე მსჯელობა მიდის და დარგის წარმომადგენელთა შორის შეხვედრები იმართება. 

გუშინვე მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ დარგში არსებულ პრობლემებზე გამართა შეხვედრა. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, სექტორი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია, ათასობით ფერმერი კი საქმიანობას ვერ აგრძელებს. რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი? 

სტუმარი: ნიკოლოზ ბენიაიძე - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე;