Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წინანდალში ჰოლანდიური ვაშლის ბაღები გაშენდა

5a87d93244f16
მაია ბიწაძე
17.02.18 12:30
816
კომპანია ,,ალიონმა“ წინანდალში 20 ჰექტარზე ვაშლის ბაღი გააშენა, საიდანაც წელს 800 ტონა მოსავალს ელოდებიან. ვაშლის ნერგები ჰოლანდიიდან შემოიტანეს, ისეთი ჯიშები როგორიცაა გრენი-სმიტი, ჯონაგოლდი, ჩემპიონი, ბრიბურნი, აიდარედი და გოლდენი, რომელიც თანამედროვე ვაშლის ჯიშებია. ბაღების მაქსიმალური მოსავლიანობა 1000-1200 ტონაა.

"შარშან პირველი მოსავალი მივიღეთ რაც სულ 400 ტონა იყო და მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ, წელს უკვე საკმაოდ დიდ მოსავალს ველოდებით, რომელიც შესაძლოა ექსპორტზეც გავიტანთ, თუმცა ჩვენთვის ადგილობრივი ბაზარიც ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვენი ტერიტორიაზე, ანუ წინანდლის ზონაში ვაშლი ორი კვირით ადრე მწიფდება, ვიდრე სხვა რეგიონებში, იგივე გორში, რომელიც ვაშლის ყველაზე დიდი მწარმოებელია, რადგან აქ უფრო თბილი კლიმატური პირობებია. შესაბამისად, ჩვენ ამით ადგილობრივ ბაზარზე უპირატეს მდგომარეობაში ვართ”, - განუცხადა Bm.ge-ს ,,ალიონის“ მთავარმა აგრონომმა გელა ბაბუნიძემ.

კომპანიაში სამომავლოდ ვაშლის გადამუშავებაზეც ფიქრობენ, კერძოდ, იმ ვაშლით, რომელიც გასაყიდად კონდიციური არ იქნება, ვაშლის ძმარს დაამზადებენ.