Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იანვარში ფულადი გზავნილები გაიზარდა

5a857d600543c
BM.GE
15.02.18 16:28
1164
2018 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110.0 მლნ აშშ დოლარი, 280.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 31.1 პროცენტით (26.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 90.8 პროცენტი მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან გამოაგზავნეს.

2018 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.0 მლნ აშშ დოლარი (38.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.3 მლნ აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.