Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Kazbegi Helicopters დაბალფასიანი ჰელისკი ტურების დამატებას გეგმავს

5a58bde816647
სალომე მეცხვარიშვილი
12.01.18 17:52
576
Kazbegi Helicopters მომსახურების დივერსიფიკაციას აპირებს და დაბალფასიანი ტურების დამატებას გეგმავს. Bm.ge-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათი მომხმარებლები დასავლეთ ევროპის მოქალაქეები არიან, რამდენადაც სწორედ ისინი არიან გადამხდელუნარიანები.

ვატო ასათაშვილის თქმით, ერთკვირიანი ტურის ღირებულება, რომელიც სასტუმროსა და ზამთრის კურორტებზე სხვადასხვა ტურს გულისხმობს, 7,5 ათასი ევროა, რაც მაღალ სეგმენტზე გათვლილი მომსახურებაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია აპირებს, შემოიტანოს ერთდღიანი, ნახევარდღიანი ტურები, რომელთა ღირებულება 300-400 ევრო იქნება და უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამ ეტაპისთვის Kazbegi Helicopters რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობს, მათ შორის არის მესტია და ყაზბეგი.

ტურში შედის სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი, სათხილამურო ტურები.