Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა

59fc168fb5d67
BM.GE
03.11.17 11:09
1042
ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა. 

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (11,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,2 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (1,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-3,0 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ფეხსაცმელზე (12,0 პროცენტი) და ტანსაცმელზე (3,6 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (28,4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7,6 პროცენტი);

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,83 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (10,7 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,2 პროცენტი).