24.Sep .2021 13:08

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 32%-ით გაიზარდა

187
Back

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2 მილიარდ 600 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია.

მინერალური და მტკნარი წყლების ბაზარი ერთ-ერთი მომგებიანი სექტორია და ის საექსპორტო ბაზრებზე პოზიციებს არ თმობს. მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 32%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავალმა 92 მილიონი დოლარი შეადგინა. მინერალური და მტკნარი წყლების TOP 3 ექსპორტიორი კომპანიის სია ასე გამოიყურება: აიდიეს ბორჯომი საქართველო 500 მილიონი ლარი; აქვა გეო 16 მილიონი ლარი; საირმე მინერალ ვოთერს 10 მილიონი ლარი.