Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში ყავის ახალი საწარმო გაიხსნება - ფოტო

59fb3b91d7f25
BM.GE
02.11.17 19:33
919
თბილისში ყავის კაფსულების მწარმოებელი საწარმო მომდევნო წელს გაიხსნება. კომპანიაში შპს კაფსულო "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ ადგილზე 50-70 ადამიანი დასაქმდება, პროექტში განხორციელებული ინვესტიცია კი 20 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტი "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია. კომპანია პროდუქციის გატანას ექსპორტზე გეგმავს.

საწარმო კახეთის გზატკეცილზე, "ავტოვაზის" მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. შენობის არქიტექტურა გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. საწარმოს პროექტის ფოტოები მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.