Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მთავრობამ ყველა დაგეგმილ პროექტზე კონკურენტული გარემო უნდა შექმნას"

5a8bcf40da372
BM.GE
20.02.18 11:32
835
"კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონი არის სახელმძღვანელო მთავრობისთვის, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა დაარეგულიროს საკუთარი თანამონაწილეობა პროექტში კერძო სექტორთან ერთად, როგორ გაიზაროს რისკი კერძო სექტორთან ერთად და თუ როგორი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს მოსახლეობასთან ამ პროექტებზე“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალურმა წარმომადგენელმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. ფრანსუა პეშო ამბობს, რომ მტავრობამ ყველა მსგავს პროექტზე უნდა გააკეთოს ფისკალური ანალიზი და მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდეს მის განხორციელებას.

ამასთან, IMF მთავრობას PPP პროექტებზე პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

"მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონი კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ, რაც გულისხმობს კერძო სექტორის მონაწილეობას მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ისე რომ ფისკალურმა პოლიტიკამ მდგრადობა შეინარჩუნოს. კანონს საკმაოდ ბევრი ნაწილი აქვს, თუმცა ნება მომეცით დავასახელო რამოდენიმე მათგანი. პირველ რიგში ის ხელს უწყობს გამჭვირვალობის და კონკურენციის ზრდას. ასევე ზრდის გამჭვირვალობას კონკრეტული პროექტის შეფასებისას. პირდაპირი შეთანხმებები კი რომელიც კანონის სამუშაო ვერსიაშია მოცემული, შესაძლოა ხელის შემშლელი იყოს გამჭვირვალობისა და კონკურენტული გარემოსთვის. როდესაც საკითხი მთავრობასთან განვიხილეთ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მაქსიმალურად შეამციროს მსგავსი შეთანხმებების არსებობა.

როდესაც მთავრობა წარადგენს კონკრეტულ პროექტეს ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ ჩაერთოს კონკურენციაში და დადოს საკუთარი ბიჯი.
მთავრობას შეუძლია განხილოს პროექტი და შემდეგ მის განხორციელებაზე შექმნას კონკურენტული გარემო", - აცხადებს ფრანსუა პეშო.