Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული "თათარა" დიდ ბრიტანეთში იყიდება

59f72f0b85184
სალომე მეცხვარიშვილი
31.10.17 10:20
861
ქართული "თათარა" დიდ ბრიტანეთში იყიდება. ქართული ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ პროდუქცია გაერთიანებულ სამეფოში უკვე გაგზავნა.

"საქმის კურსს" კომპანიის ხელმძღვანელმა დავით რამაზაშვილმა განუცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში საცდელი პარტია რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა, ხელმეორედ კი დაკვეთა შედარებით დიდ რაოდენობაზე მიიღეს.

კომპანიას საცდელი პარტიები გაგზავნილი აქვს ასევე ავსტრიასა და გერმანიაში. დავით რამაზაშვილი ვარაუდობს, რომ პროდუქციის მუდმივი ექსპორტი დაიწყება ავსტრიაში, რამდენადაც პროდუქციამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე თვეა "თათარა" გადის ისრაელშიც.

დავით რამაზაშვილი აცხადებს, რომ პროდუქციის გატანა სურთ რუსეთშიც, თუმცა, ამისთვის პროდუქციის დიდი რაოდენობაა საჭირო, რასაც საწარმოს გაფართოების გარეშე ვერ მოახერხებენ. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ საწარმოს გაფართოებისთვი 200 ათასი დოლარია საჭირო.

ამ ეტაპზე "თათარა" 5 სახეობის ტკბილეულს აწარმოებს - ნუშის, კაკლის, თხილის, გოგრის გულისა და ქიშმიშის შიგთავსით.