Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მოგზაურობაზე მოთხოვნა პანდემიის მიუხედავად იზრდება

BM.GE
18.05.21 12:15
433
სამყაროში არასდროს ყოფილა წელი, როდესაც მოგზაურობისა და ტურიზმის როლი ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო, თუმცა იმ დროს, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა და მან 2021 წლის მარტში 541 ათას ბენეფიციარს პირველად გადააჭარბა. როდესაც ქამრების შემოჭერის პრინციპით ვცხოვრობთ. ამას თავისთავად ემატება გაუფასურებული ლარის კურსის ეფექტი, ამიტომაც მოსახლეობის დაბალმყიდველუნარიანობის გამო ფასების ყოველი თეთრით გაძვირება განსაკუთრებით მგრძნობიარედ მოქმედებს მომხმარებლებზე. გარდა ამისა, ცალკეული კვლევებით ირკვევა, რომ საქართველოში საქმიანობა-შეჩერებული კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა და პანდემიამ ყველაზე მეტად სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა, რომელიც გაჩერებული ბიზნეს კომპანიების 85%-ს შეადგენს. ასეთია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და არსებობს ვარაუდიც, რომ 2021 წელი 2020 წელთან შედარებით კიდევ უფრო მძიმე იქნება. ამ დროს, ისმის კითხვა - ვის აქვს მოგზაურობისთვის საჭირო თანხები და როგორია მოთხოვნა საერთაშორისო ან შიდა ტურიზმზე?

სტუმრები: გოგა ქუცნიაშვილი - „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი.
თათული ზაკალაშვილი - HOTSALE.GE დირექტორი.