28.Apr .2018 11:41

მომხმარებელი ინტერნეტის ხარისხის გაკონტროლებას თავად შეძლებს

1253
Back

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 10-თვიანი მუშაობის შემდეგ ინტერნეტის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო. მის მიხედვით, მომხმარებელს უმარტივდება პროვაიდერის მიერ მისთვის მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარის დამოუკიდებლად გაზომვა და დარღვევის შემთხვევაში მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყება.