Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველებს ე.წ ჭკვიანი მრიცხველებით შეუცვლიან

BM.GE
02.07.21 23:37
524
მომხმარებლებს ელექტროენერგიის მრიცხველებს ე.წ ჭკვიანი მრიცხველებით შეუცვლიან. 1 ოქტომბრიდან ყველა ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ექსპლუატაციაში შევა, ე.წ ჭკვიანი მრიცხველებით იქნება აღჭურვილი. როგორც სემეკში აცხადებენ, გამანაწილებელი ქსელის ახალი წესები უკვე დამტკიცებულია. ჭკვიანი მრიცხველი თავად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას და აღმრიცხველის ადგილზე მისვლა საჭირო არ იქნება. გარდა ამისა, ჭკვიან მრიცხველს შეუძლია თავად ჩართოს ან გათიშოს ელექტროენერგია კონკრეტულ მისამართზე.