Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მომზადება-გადამზადების პროგრამა “თეგეტა აკადემიაში”

BM.GE
01.11.22 13:14
137
Მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის, მომზადება-გადამზადების პროგრამის შექმნაზე USAID-სა და თეგეტა აკადაემიას შორის თანამშრომლობის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. პროგრამის დახმარებით, “თეგეტა აკადემია” პარტნიორ კომპანიებთან - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან და Tegeta Construction Equipment-თან ერთად მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების სამ-სამ პროგრამას შეიმუშავებს. Თეორიული სწავლების პროცესში კი, მსმენელები აღჭურვილობის საბაზისო სტრუქტურას, ექსპლუატაციის წესებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს დაეუფლებიან. Პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარს შეადგენს, USAID-ის ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი ადამიანური კაპიტალის განვითარება, უმუშევრობის შემცირება და კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდაა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრია, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

სტუმარი: ოთარ სიხარულიძე - „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი;