Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეროვნულ მუზეუმს ახალი საცავი და გალერეა ექნება

5a840877ea1ac
თამუნა დემეტრაშვილი
14.02.18 14:00
802
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ერთ წელში ახალი საცავი და გალერეა ექნება. შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ეროვნულმა მუზეუმმა ტენდერი გამოაცხადა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები 1 მარტიდან უნდა წარადგინონ. გამარჯვებულმა კომპანიამ სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელში უნდა დაასრულოს. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეტენდენტ კომპანიას სამუზეუმო სივრცეებში ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება მოეთხოვება.

ეროვნული მუზეუმის ახალი საცავი და გალერეა გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "რიქსოსის" ერთ ფლიგელს დაიკავებს და 6 სართულზე განთავსდება. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუზეუმის კოლექცია თანამედროვე სტანდარტების გარემოში, 2000 კვადრატულ მეტრამდე ფართში განთავსდება.