26.May .2021 23:23

“მოქალაქეებს მიწები სიმბოლურ ფასად, გარკვეული ვალდებულებით გადავცეთ”

Back

ფერმერებს, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო მიწა იჯარით აქვთ აღებული, მთავრობამ მიწების გამოსყიდვა 25%-იანი ფასდაკლებით შესთავაზა. ხელისუფლების მიზანია, მოქალაქეებმა უფრო ეფექტურად გამოიყენონ აღნიშნული ფართობები, მიწის საკუთრებაში გადასვლა კი მათ მეტ მოტივაციასაც მისცემს. 2 კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა გვითხრა, რომ მიწის გამოსყიდვის უფლება სულ 2 ათასამდე ფერმერს ექნება და 10 მაისისთვის 439 მოიჯარეს უკვე ჰქონდა მიმართული ქონების მართვის სააგენტოსთვის. როგორია სტატისტიკა ახლა და რა პრობლემები გამოიკვეთა პროცესში?