Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მოსალოდნელია თუ არა მე-5 ტალღა?

BM.GE
05.10.21 14:51
380
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო 8 106 აცრა ჩატარდა. სულ, ჯამში საქართველოში 1 826 786 აცრაა ჩატარებული. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა კი ბოლო 24 საათში 2 800-ია, გარდაიცვალა 42 პირი. შეზღუდვები შემსუბუქებულია, ვაქცინაციის ტემპი კი დაბალი, მნიშვნელოვნად დაბალი ვიდრე მაგალითად 3-4 კვირის წინ. გვაქვს თუ არა მოდუნების საშუალება და როდის ველოდოთ მეხუთე ტალღას?