Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმა წესდება -კანონპროექტის დეტალები

BM.GE
23.03.23 13:06
96
მოსავლის აღების შემდეგ მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმა წესდება. აღნიშნულს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოიაზრებს, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია. კანონპროექტის თანახმად, ცეცხლის წაკიდება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა 2 000 ლარი იქნება.

სტუმარი: მაია ჩხობაძე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი;