Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Movement - ჩვენი ისტორიები ჩვენი იარაღია / FORBES30UNDER30 ანანო ბაკურაძე

BM.GE
30.11.21 14:02
331
Movement -ეს ციფრული მედია პლატფორმაა, რომლის დამაარსებლები ანანო ბაკურაძე და ეკა ქადაგიშვილი არიან. კინემატოგრაფიული თხრობის სტილით, კამერის არატრადიციული მოძრაობითა და თანამედროვე მედია-ტექნოლოგიებით, ისინი გვიყვებიან სოციალურ-კულტურულ ემოციებსა და ფიქრებზე. მთავარი ღერძი აქ გულწრფელობაა, კადრების სინამდვილე და რესპოდენტებისა და მათი ამბების მიმართ სიყვარული. ალბათ, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის, რომ Movement-ის ვიდეო-ისტორიების ნახვის შემდეგ სურვილი გიჩნდება ბევრი იფიქრო ‒ შენთვის და ჩუმად; გახდე გულწრფელი და შეძლო აქამდე ყველასთვის მიუღებელი ფორმების გაცოცხლება. ხოლო სანამ Movement-ი თავის მაყურებლებს ამ ისტორიებს უმზადებს, Movement Production დიდი და პატარა კომპანიებისთვის მუშაობს, მათთვის ვინც კომუნიკაციის თანამედროვე გზას ‒ storytelling-ს ირჩევს. მეტწილად ყველა ვთანხმდებით რომ განვითარება ექსპერიმენტების გარეშე არ მოდის და სწორედ ამ ექსპერიმენტის შედეგია ისიც, რომ Movement -მა კინო და ხელოვნება მსხვილ კომპანიებთან დაამეგობრა და ამით ძალიან დიდ და მასშტაბურ სოციალურ-ეკონომიკურ ძვრებში თავისი პატარა და ამოუშლელი კვალი დატოვა.


სტუმარი: ანანო ბაკურაძე - Movement-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი;