Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“მოვუწოდებთ საქართველოს შეიცვალოს ელ. კომუნიკაციების კანონის პრობლემური ნორმები”

BM.GE
23.03.21 15:37
415
მოვუწოდებთ საქართველოს შეიცვალოს ელ. კომუნიკაციების კანონის პრობლემური ნორმები -ამის შესახებ ვენეციის კომიისიის დასკვნაშია ნათქამი. ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები რიგ პრობლემებს შეიცავს და ის ვერც ლეგიტიმურობის და ვერც პროპორციულობის ტესტს ვერ აკმაყოფილებს. მეტიც, კომისიის შეფასებით ახალი კანონმდებლობის შედეგად საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ საკუთარი უფლებები იმდენად გაიფართოვა, რომ ვენეციის კომისია ვერ პოულობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში ანალოგს, რომ კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს კომპანიების მიმართ ასეთი შეუზღუდავი უფლებები გააჩნდეს. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში არსებული ჩანაწერის მეშვეობით კომუნიკაციების კომისიას კომპანიებზე “დე ფაქტო კონტროლის განხორციელება შეუძლია.” გადაწტვეტილებაში საუბარია თავად კომუნიკაციების კომისიის არგუმენტებზეც, რომლის განცხადებითაც, ეს კანონი აუცილებელია, რადგანაც მას “კრიტიკული ინფრასტრუქტურის” და “ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის” მოვალეობა აქვს. თუმცა, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ არსად ქართულ კანონმდებლობაში არ არის განმარტებული თუ რას წარმოადგენს “კრიტიკული ინფრასტრუქტურა”.

სტუმარი: უჩა სეთური - მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი