Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საფინანსო სექტორი მთლიანი დასაქმების 2%-ს უზრუნველყოფს

5a8922052581d
მეგი კავთუაშვილი
18.02.18 12:00
693
საფინანსო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება საშუალო ხელფასს თითქმის ორჯერ აღემატება და ბოლო მონაცემებით 1 800 ლარს შეადგენს.
ეკონომიკის სამინსიტრო, რომელმაც შრომის ბაზრის შესწავლა დაასრულა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, ფართომასშტაბიან ცვლილებებს აანონსებს.

„მომდევნო წლებში, საპენსიო რეფორმის განხორციელების შედეგად აკუმულირებული საპენსიო აქტივების მართვა და ინვესტირება მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნას საქართველოში შექმნილ (ემიტირებულ) ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რაც საბოლოო ჯამში განავითარებს ფინანსურ და საბროკერო, ასევე ზოგადად საფინანსო საქმიანობას. აღნიშნული გულისხმობს, რომ გაიზრდება მოთხოვნა ახალი სპეციალიზებული პროფესიის და მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალაზე.“ - ნათქვამია შრომის ბაზრის ანალიზში.

ოფიციალური მონაცემებით, საფინანსო სექტორი მთლიანი დასაქმების 2%-ს უზრუნველყოფს.