Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ერთობლივი კონკურსი

BM.GE
13.10.20 09:32
574
მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით გაფართოებულ ყოველწლიურ კონკურსს აცხადებს, რომლის მიზანიც ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა. შარშან ეს ჯილდო პირველად გაიცა. სტანდარტი და მიზანი წელსაც შენარჩუნებულია., თუმცა კონკურსი ფართოვდება და ახლა უფრო მეტ კომპანიას მოიცავს. 2019 წელს მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოს საფონდო ბირჟის (GSE) A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალ კომპანიებს შეეძლოთ, 2020 წელს კი ის ღია იქნება საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (PIEs), რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული ფირმები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. პოტენციურად 162 კომპანია შეიძლება ჩაერთოს კონკურსში და სათანადოდ შეფასდეს ქულებით. თვითწარდგენილი კომპანიების რაოდენობა შემოფარგლული იქნება პირველი 20 კომპანიის განაცხადით, რომლებიც შესაბამისობაშია კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნებთან და მიღებული იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრის დღის 12 საათის შემდეგ 2020 წლის 15 ნოემბრამდე. წელს კონკურსში წარმოდგენილი იქნება ახალი ჯილდო - კომპანიების წლიურ ანგარიშებში შემავალი საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიშგებისთვის. გამარჯვებულების ვინაობა დეკემბრის მეორე ნახევარში გვეცოდინება და მათ ქართველი და საერთაშორისო ჟიურის წევრები გამოავლენენ.