Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიო ბანკმა განვითარებადი ქვეყნებისთვის ახალი $12 მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა

BM.GE
14.10.20 23:45
587
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ 12 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. როგორც განცხადებაშია მითითებული, გამოყოფილი თანხა განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და ტესტების შეძენას და ინფიცირებულების მკურნალობას მოხმარდება. „ჩვენ ვაფართოებთ დაჩქარებულ მიდგომას კორონავირუსით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების კუთხით, რათა განვითარებად ქვეყნებს ვაქცინაზე სამართლიანი და თანაბარი წვდომა ჰქონდეთ. უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინისადმი წვდომა არის საკვანძო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.