17.Mar .2021 11:11

#მსოფლიოროგოცასეთი​ - (საერთაშორისო ამბების მიმოხილვა) - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

Back

გერმანიის ორ რეგიონში, რეგიონალური არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით გერმანიის მმართველი პარტია, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი არჩევნებში მარცხდება. წინასწარი შედეგებით ბადენ-ვიურტემბერგში მწვანეთა პარტია იმარჯვებს. მან ხმების 32% მოაგროვა, გერმანიის მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 24% მიიღო. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივნის, პაულ ციმიაკის განცხადებით, "ეს არ იყო კარგი არჩევნების საღამო ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვის". წარსულში ამ რეგიონებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შემცირებული მხარდაჭერა გარკვეულწილად დაკავშირებულია ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის ნელ ტემპთან და სახელმწიფოს მიერ ნიღბების შესყიდვებზე კორუფციული გარიგებების სკანდალთან, რომლის გამოც რამდენიმე პარლამენტარმა თანამდებობა დატოვა. მოკლედ გერმანია დიდი ცვლილებების მოლოდინშია და საარჩევნო ციებ-ცხელება ჯერ კიდევ წინ გვაქვს…

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG, საერთაშორისო მიმომხილველი