09.Dec .2020 12:06

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

Back

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ბრიუსელში ჩავა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდება. ისინი ბრექსითის შემდგომ დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან. ჯონსონსა და ფონ დერ ლეიენს შორის 90 წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. მოგვიანებით მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ შეთანხმების საჭირო პირობები ჯერ არ არსებობს და კვლავ რჩება მნიშვნელოვანი განსხვავებები თევზაობის, ბიზნესის კონკურენციის წესებისა და შეთანხმების პირობების შესრულების ზედამხედველობის საკითხებზე. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ჯონსონისა და ფონ დერ ლეიენის შეხვედრა, თუმცა ცნობილია, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის ლიდერების სამიტი, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ ეს შეთანხმება იქნება.


სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი