Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი​ - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
10.02.21 11:18
403
მიანმარში სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეები პირობას დებენ, რომ მასობრივი თავშეყრის აკრძალვის, კომენდანტის საათის დაწესებისა და გზების გადაკეტვის მიუხედავად, მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ. დემონსტრანტები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, ასევე სურთ, გააუქმონ კონსტიტუცია, რომელმაც არმიას ვეტოს დადების უფლება მისცა. მას შემდეგ, რაც მიანმარის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, სამხედრო ხუნტამ ხუთზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალა, ასევე, ორ უდიდეს ქალაქში, იანგონსა და მანდალაიში დაწესდა კომენდანტის საათი საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე. მთავრობის მიერ კონტროლირებულ სამაუწყებლო კომპანია MRTV-ზე სამხედრო ხუნტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საპროტესტო აქციების გამო “დემოკრატია, შესაძლოა, განადგურდეს”. ასევე, მათი თქმით, ადამიანები, რომლებიც “ზიანს მიაყენებენ სახელმწიფოს სტაბილურობას, საჯარო უსაფრთხოებასა და კანონის წესრიგს” პასუხს აგებენ.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი