02.Dec .2020 11:21

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ეთად

116
Back

1-2 დეკემბერს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია იმართება. კონფერენციამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მთავარ განსახილველ თემებზე გააკეთა კომენტარი. მათ შორის არის რუსეთის მზარდი სამხედრო ძალისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი. "მინისტრები განიხილავენ ალიანსის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის საკითხს და იმას, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ რუსეთის გაზრდილი სამხედრო აქტივობების საპასუხოდ, ამასთანავე შევინარჩუნოთ იარაღზე კონტროლის რეჟიმი - მათ შორის შეზღუდვები ბირთვულ ქობინებზე, ვინაიდან START-ის შეთანხმებას ვადა თებერვალში გასდის.” - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ცალკე სესიას გამართავენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რათა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის საკითხი განიხილონ.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი