Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ახალი სკოლა აშენდება

5a89464bc4dbb
თამუნა დემეტრაშვილი
18.02.18 13:19
717
გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთს ახალი სკოლა ექნება. სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი დღეს გამოცხადდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლისთვის წინასწარი შეფასებით 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები 2 მარტიდან უნდა წარადგინონ. სამშენებლო სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელში უნდა დასრულდეს.