Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი​ (საერთაშორისო ამბების მიმოხილვა) ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
03.03.21 11:20
388
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო ფორმიდან ნახევრადსაპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა. ამის შესახებ მან ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მისი მხარდამჭერების მიერ ჩატარებული აქციის დროს ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობა ხელს შეუშლის შიდაპოლიტიკური კრიზისების წარმოქმნას და სტაბილურობის გარანტიორი იქნება. ფაშინიანის მხარდამჭერთა აქცია ყარაბაღის ომში დაღუპულთა პატივსაცემი წუთიერი დუმილით დაიწყო. ასევე მან ომის დროს მთავრობის დაშვებული შეცდომების გამო ბოდიში მოიხადა. "ყოველ მოქალაქეს ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების გამო". – თქვა ფაშინიანმა.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG, საერთაშორისო მიმოხილველი