Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანი - 2022 წლის რეიტინგი

BM.GE
20.07.22 09:42
217
აწ უკვე მეორე წელია, რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის რესტორნები, მსოფლიო გასტრონომიული საზოგადოების ყურადღების ქვეშ ექცევა.Geranium, რომელიც დედაქალაქის გულში, მწვანე გარემოში მდებარეობს, 2022 წლის 50 საუკეთესო რესტორნის გლობალურ დაჯილდოებაზე, პლანეტის საუკეთესო რესტორნად დასახელდა. ლოკაცია, რომელიც ხაზს უსვამს რესტორნის ხედვასა და გასტრონომიულ იდენტობას, სეზონური, სკანდინავიური მენიუთი გამოირჩევა. მენიუ - ხორცისგარეშე, ადგილობრივი ზღვის პროდუქტებით, ბოსტნეულითა და ბუნებასთან სიახლოვის შთაგონებით შექმნილი კერძებით რესტორანმა "Best of the Best" ტიტული მოიპოვა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი პლანეტის საუკეთესო რესტორნების ნუსხაში.