Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსხვილი სამრეწველო საწარმოები 10 000 ლარით დააჯარიმეს

BM.GE
24.09.21 18:45
328
პანდემიის პირობებში ბიზნესს ახალი რეგულაციების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფომ რამდენიმეათეულათასიანი ჯარიმები დააკისრა. საქმე ეხება, გარემოსდაცვითი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას იმისთვის, რომ ჰაერი არ დაბინძურდეს. ბიზნესი ამბობს, რომ ტექნოლოგიების შეძენის, მათი ტრანსპორტირების და შემდეგ მონტაჟისთვის გონივრეული ვადა არ ჰქონდათ, შესაბამისად, ვერც მათზე დაკისრებული ახალი რეგულაცია შეასრულეს. მთავრობა ამბობს, რომ ბიზნესს რეგულაციის დანერგვისთვის გონივრული ვადა ჰქონდა და შესაბამისად, ახლა მათთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ახალი დათქმით კი ეს საქმეები სასამართლომ უნდა განიხილოს და ამის შემდეგ გაირკვევა, ვის მოუწევს და ვის - არ მოუწევს დაკისრებული ჯარიმის დაფარვა.