22.Nov .2021 18:40

მთავრობა 300,000 მოქალაქეს ონლაინ-აზარტულ თამაშებს აუკრძალავს

190
Back

ახალი სოციალური პოლიტიკა და აზარტული თამაშების შეზღუდვა - ეს ორი ძირითადი საკითხი განიხილეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. რა ითქვა დახურულ კარს მიღმა ძნელი გამოსაცნობია, მედიასთან კი მთავრობის წევრებმა მხოლოდ ზოგად ხედვებზე ისაუბრეს. ამ ეტაპზე ვიცით, რომ ხელისუფლების მიზანი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის გააქტიურება და მათთვის სხვადასხვა საზოგადოებრივი სამუშაოების შეთავაზებაა. რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, მთავრობა ჯერ 25 წლამდე ასაკის მოქალაქეებს აუკრძალავს სათამაშო ბიზნესით სარგებლობას, შემდეგ კი ონლაინ-თამაშების სრულად შეზღუდვას გეგმავს.