18.Apr .2022 18:31

მთავრობა ბიზნესს “განვადებით მშენებლობისთვის” იწვევს, პროგრამის მოდელი უცნობია

Back

„ბატონებო და ქალბატონებო, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ აქტიური მუშაობისკენ. გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, რომ ყველა პროექტი, ამბიციური გეგმა ძალიან მოკლე ვადებში შევასრულოთ“ - ამ სიტყვებით მთავრობის სხდომაზე პრემიერმა მინისტრთა კაბინეტს მიმართა და ვრცლად ისაუბრა პროგრამაზე - „მშენებლობა განვადებით“. ირაკლი ღარიბაშვილის გათვლებით ამ პროექტით ეკონომიკაში წელს დამატებით, მინიმუმ 2 მლრდ ლარი დაიხარჯება.