Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობა ინდექსაციის სისტემას აამოქმედებს - რას ელის ბიზნესი ინდექსაციის ამოქმედებისგან?

BM.GE
27.04.22 12:19
230
რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას გეგმავს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას - გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე სახელმწიფო ტენდერებში ჩართული სამშენებლო კომპანიებისთვის ამოქმედდება თუ არა ინდექსაციის სისტემა, რომელსაც ბიზნესი რამდენიმე თვეა ითხოვს. 

ინდექსაცია გულისხმობს მარტივ პრინციპს - სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ხდება საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ სავარაუდო თანხის დათვლა, რითაც კომპანიამ საბაზრო ფასებს გადააჭარბა. აღსანიშნია, რომ ეს ურთიერთობა არ არის ცალმხრივი და როდესაც სამუშაო იაფდება, ეკონომიას სახელმწიფოც იღებს. 


ერთი შეხედვით გადაწყვეტილი საკითხი რამდენიმე თვეა გადაუწყვეტელი რჩება. წინასწარი პირობის მიუხედავად ბიზნესს პასუხი არ აქვს და სეტქორი ბოლო დროს ინდექსაციაზე მეტად უკვე უფრო იმაზე საუბრობდა რომ მიმდინარე პროექტებიდან გასვლის და შეჩერების შემთხვევაში ე.წ შავ სიაში მოხვედრა თავიდან აერიდებინათ. 


სტუმარი: ზვიად თოიძე- სამშენებლო კომპანია "ინსი"-ს გენერალური დირექტორი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;