21.Feb .2022 18:31

მთავრობა ინვესტორებისთვის საინვესტიციო პაკეტს ამზადებს

190
Back

იანვარში საგარეო ვაჭრობამ საქართველოში მილიარდ 110 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41 პროცენტით მეტია. იმპორტი თითქმის 39%-იან მატებას აჩვენებს. თითქმის 48%-იანი ზრდაა ექსპორტის მიმართულებითაც. საქართველოდან უცხოეთში რეალიზებული საქონლის ღირებულებამ იანვარში 331 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აქედან 213 მილიონი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის - ეს არის ექსპორტი რეექსპორტის გარეშე. ეს მაჩვენებელიც იზრდება, წელს ადგილობრივმა ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 70% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლები დღეს ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შეაჯამა.