Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ანზორ ქოქოლაძის საქმეზე სასამართლო მოწმეების დაკითხვას იწყებს

5a2e7506935ed
სალომე მეცხვარიშვილი
11.12.17 16:02
915
საქალაქო სასამართლოში ანზორ ქოქოლაძის ბრალდების საქმეზე მორიგი სხდომა დღეს იმართება. როგორც ბიზნესმენმა საქმის კურსს განუცხადა, დღეს მოხდება სხდომაზე მოწმეების დაკითხვა.

ქოქოლაძე იმედოვნებს, რომ პროცესები მალე დასრულდება და დარწმუნებულია, რომ საქმეს მოიგებს.

"ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებდა. მიმდინარე წლის ივლისში ქოქოლაძე ამბობდა, რომ ბრალის წარდგენიდან 6 წლის შემდეგაც სასამართლო ჩანიშნული არ იყო, - ანზორ ქოქოლაძის განცხადების შემდეგ, სასამართლომ პირველი სხდომა სწორედ 24 ივლისს ჩანიშნა.

ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის 3 აგვისტოს დააკავეს და ბრალი წაუყენეს თაღლითობისა და დოკუმენტაციის გაყალბების წაქეზების მუხლებით (სსკ 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“,“ ბ“ და 362–ე მუხლს მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

2011 წლის აპრილში ქოქოლაძეს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა იმავე წელს კიდევ ახალი ბრალი წარუდგინეს – თაღლითობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით. სწორედ ამ უკანასკნელი საქმის სასამართლო განხილვის გაჭიანურებაზე საუბრობს ანზორ ქოქოლაძე, ვინაიდან პირველ საქმეზე, რისთვისაც ის დაკავებული იყო, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, 2012 წლის 26 მაისს დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.