Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბახმაროს ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

5a84246fded01
BM.GE
14.02.18 15:48
586
კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში უნდა მოხდეს ახალი ქვესადგურის და გადამცემი ხაზების მშენებლობა.

კურორტის კლიმატური სპეციფიკის გათვალისწინებით დამკვეთი სამუშაოების შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარებას ითხოვს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს და 4 თვეს გასტანოს. დაინტერესებულმა კომპანიებმა საკუთარი წინადადებები 1 მარტიდან უნდა წარადგინონ.