Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობამ 2021 -2024 წლების სამთავრობო პროგრამა წარადგინა

BM.GE
21.12.20 14:45
579
მთავრობა 2021 -2024 წლების სამთავრობო პროგრამა წარადგინა. ბუნებრივია დღეს საქმის კურსი მხოლოდ ეკონომიკურ მიმართულებაზე გაამახვილებს ყურადღებას და ვეცდებით მთელი ამ დროის განმავლობაში დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია იმაზე თუ რას გეგმავს ოცნების მთავრობა და რა პროგრამა აქვს მას. ცხადაია ყველას აინტერესებს დასაქმება და რა წერია ამ დოკუმენტში ამ მიმართულებით, როგორც ირკვევა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლება საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების პირობას დებს. გარდა ამისა, პროგრამაში ვკითხულობთ, რომ იგეგმება არსებული სახელმწიფო პროგრამების განვითრება და დახვეწვა, გაგრძელდება შრომის ბაზრის დეტალური კვლევა, სამუშაოს მაძიებელთა ინფორმაციული დახმარება და სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა მჭიდრო კოორდინაცია. რაც შეეხება ინვესტიცებს ამ მიმართულებით მთვრობა აგერსიულ კამპანიას აანონსებს, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმება აგერსიულ კამპანიაში, პროგრამაში დაკონკრეტული არაა. გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს ახალი პლათფორმის შექმნას კერძოდ tradewithgeorgia.com, რაც ექსპორტიორი კომპანიებისთვის სხვადასხვა სერვისის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიწოდებას ითვალისწინებს. კერძოდ, კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, ერთ სივრცეში შექმნან კომპანიის პროფილი, გაიარონ ექსპორტის მზაობის ტესტი, დარეგისტრირდნენ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ხელი მოაწერონ ელექტრონულ ხელშეკრულებას და ა.შ., კიდევ ერთი პლათფორმა რომელზეც პროგრამაშია საუბარია, ესაა ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმა. დაგეგმილია საკონსულტაციო ცენტრების − ე.წ. ბიზნესჰაბების ამოქმედება.