Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა სპირტის გაყიდვა უჭირს

BM.GE
25.05.21 15:38
402
საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა სპირტის გაყიდვა უჭირს - ამის შესახებ BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მთავრობას ათასობით ტონა სპირტი რთველის სუბსიდირების პროგრამის გამო დაუგროვდა, ამასთან 2020 წელს სახელმწიფომ სუბსიდირების გზით უპრეცედენტო მოცულობის - 104 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარა. ამ ყურძნისგან მთავრობა საკონიაკე სპირტს ხდის და მას შემდეგ ეტაპობრივად ბაზარზე ყიდის თუმცა, როგორც ირკვევა სპირტის რეალიზაციის მიმართულებით პრობლემები არსებობს. სუბსიდირების და სპირტის გამოხდის პროცესი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის “აკურას” გავლით ხდება. ლევან დავითაშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ “აკურამ” 2020 წელს მევენახეებისგან რთველი არამხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან, არამედ ბანკის კრედიტით მოზიდული სახსრებითაც ჩაიბარა.

სტუმარი: იაგო ბიტარიშვილი - "იაგოს ღვინო", დამფუძნებელი