Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობის სხდომა - გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო

BM.GE
15.10.20 18:32
575
ქვეყანაში კორონავირუსის მზარდი შემთხვევებიდან გამომდინარე მთავრობამ თბილისსა და იმერეთში შემზუდავი ღონისძიებების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 22:00 საათიდან იზღუდება რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა. ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარაში კოვიდ-სიტუაციის დასტაბილურების გამო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი გაგრძელდება. კერძოდ, 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება. 22 საათიდან კვლავ შეზღუდულია რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების საქმიანობა. დღესვე, პრემიერმა, გიორგი გახარიამ ოქტომბრის ბოლოდან ავიამიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენა დაანონსა - მთარობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ტრადიციულად მინისტრების გარდა მედიის კითხვებს პრემიერ-მინისტრმაც უპასუხა.